საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ გენერალურ დირექტორს 25 სექტემბერს დაამტკიცებენ

22 სექტემბერი 2020, 11:45 1028 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლობის დირექტორობა 8 კანდიდატს სურს. ესენი არიან : ალექსანდრე ვახტანგოვი, რევაზ  შალიბაშვილი, გია ტოგონიძე, გოჩა ტყეშელაშვილი, ირმა სოხაძე, თინათინ ბერძენიშვილი, ხათუნა ლაგაზიძე, თამაზ ბიბილური. დღეს ბორდის სხდომაზე  8-ვე კანდიდატზე იმსჯელებენ და გაირკვევა რამდენი გადავა მეორე ტურში.

ცნობილია, რომ  ძირითადი აქცენტი გამოცდილებაზე გაკეთდება. დირექტორად არჩევას სამეთვალყურეო საბჭოს მინიმუმ 6 წევრის ხმა სჭირდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ გენერალურ დირექტორს 25 სექტემბერს დაამტკიცებენ.  

დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 18 აგვისტოს ვასილ მაღლაფერიძე პოსტიდან გადადგა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში