საქართველოდან ლიეტუვაში ჩასულ მგზავრებს სავალდებულო თვითიზოლაცია მოუწევთ

21 სექტემბერი 2020, 10:52 1022 ნახვა

დღეიდან საქართველოდან ლიეტუვაში ჩასული მგზავრები 14 დღიან სავალდებულო თვითიზოლაციაში იქნებიან. ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, მგზავრებმა ქვეყნის საზღვარზე ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხიც უნდა წარადგინონ.

გარდა ამისა, ყველა მგზავრი ვალდებულია შეავსოს ლიეტუვის ეროვნული ჯანმრთელობის ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა და მიღებული დასტური სატრანსპორტო საშუალებაში ჩასხდომის დროს წარადგინოს.

საქართველოდან ჩასული მგზავრებისთვის 10 დღიანი თვითიზოლაციის ვალდებულება 19 სექტემბრიდან უკვე დააწესა ლატვიამ. ორივე ქვეყანაში შეზღუდვები იმ სახელმწიფოებს დაუწესდა, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ნიშნული 100 000 მოსახლეზე 25 შემთხვევას აღემატება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი