განიხილავს თუ არა შაქარაშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, დღეს გახდება ცნობილი

21 სექტემბერი 2020, 10:01 947 ნახვა

დღეს გახდება ცნობილი, განიხილავს თუ არა, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც მცხეთის რაიონულ სასამართლოში 17 საათზე გაიმართება, გაირკვევა, სრულწლოვანი ბრალდებულები აირჩევენ თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. თუკი, ნაწილი აირჩევს, ნაწილი კი არა, მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყოფა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში