საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

21 სექტემბერი 2020, 10:56 3544 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 20-ს შეადგენს. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, გარდაცვლილი პაციენტი 60 წლის ქალია, რომელიც აფხაზეთიდან გადმოიყვანეს. მარინა ეზუგბაიას თქმით, იგი ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

"გარდაცვლილი პაციენტი გახლავთ აფხაზეთიდან გადმოყვანილი, მასთან ერთად გადმოყვანილი იყო კიდევ 3. ანუ აფხაზეთიდან გახლდათ 4 კრიტიკულად მძიმე პაციენტები. სამწუხაროდ ერთ-ერთი ეს 60 წლის ქალბატონი, რომლის მდგომარეობაც არ გაუმჯობესდა გარდაიცვალა. 

ამ ეტაპზე სიკვდილობის მაჩვენებელი საქართველოში 0,54% ია" - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

პაციენტი ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, ის მართვით სუნთქვაზე იყო. პაციენტი კლინიკაში მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

განახლებული მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 4988 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში