შაქარაშვილის საქმე-გაგნიძის ადვოკატებმა სასამართლოში საჩივარი შეიტანეს

20 სექტემბერი 2020, 19:54 1330 ნახვა

19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ხვალაა ჩანიშნული, ბრალდებულებმა გადაწყვეტილება უნდა გააჟღერონ, სურთ თუ არა საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. შაქარაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, მცხეთის რაიონულ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ასაჩივრებენ მოსამართლის გადაწყვეტილებას , რომელიც დაცვის მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობას ეხება. უფლებადამცველი ვასილ მამულაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლომ  საქმის განხილვა უნდა გადადოს, ვინაიდან არ ექნება მასალები იმისათვის, რომ განიხილოს კონკრეტული საქმე, მათ შორის განუმარტოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლების თაობაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში