აჭარაში კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

20 სექტემბერი 2020, 11:01 1733 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 4000-მდე PCR ტესტი ჩატარდა და კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 34 პაციენტი.

უწყების ცნობით, უახლესი მონაცემებით აჭარაში, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს 519 პაციენტი გადის, კარანტინში დაკვირვების ქვეშ 377 პირი იმყოფება. 

დღეს, 20 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3502-ს შეადგენს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში