რეზერვის პროგრამაში რეგისტრაციის პროცესი სრულდება

18 სექტემბერი 2020, 12:03 1027 ნახვა

საქართველოს ეროვნულ გვარდიაში რეზერვის პროგრამით დაინტერესებული მოქალაქეების რეგისტრაციის პროცესი სრულდება. თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ წელს ტერიტორიული რეზერვის პროგრამით, წინა წლებთან შედარებით მეტი მოქალაქე დაინტერესდა.

ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები 18-50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. რეზერვში მიღება ანაზღაურებადია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში