არჩილ ხაბაძე და სვეტლანა კუდბა საქართველოს პარლამენტში

10 ოქტომბერი 2016, 00:00 4247 ნახვა

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს წევრი საქმიანობას საქართველოს პარლამენტში გააგრძელებენ. არჩილ ხაბაძე და სვეტლანა კუდბა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში “ქართული ოცნების” პროპორციული სიით მოხვდნენ. სიაში არჩილ ხაბაძე 21 ე, ხოლო სვეტლანა კუდბა 38-ე ნომერი იყო.  ხაბაძე 2012 წლის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემდეგ, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დასახელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად. 2012 წლის 30 ოქტომბერს უმაღლესმა საბჭომ არჩილ ხაბაძეს და ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. სვეტლანა კუდბა კი ბოლო პერიოდში რეგიონის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო, მანამდე კი აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის წევრი.

ამავე კატეგორიაში