აჭარაში 15 ობიექტი კორონავირუსის რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა

13 სექტემბერი 2020, 18:09 2387 ნახვა

ქორწილები, ქელეხები და იუბილეები. აკრძალვის მიუხედავად მაინც იმართება. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა აჭარაში 600-მდე ბიზნეს სუბიექტს გაფრთხილება მისცა. 15 ობიექტი კი კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ბექა ფერაძემ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

ამ ეტაპზე შემოწმდა, კვების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები და ქსელური მარკეტები ასევე სავაჭრო ცენტრები. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ეპიდ ვითარებაზე ისაუბრა ნინო ნიჟარაძემ. თქვა, რომ მოქალაქეებმა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ შექმნილ ვითარებას, მოერიდონ კონტაქტებს. რაც შეეხება კოვიდ მიმღებ ცენტრებს. ამ ეტაპზე რეგიონში 3 -ია.

ფარმაცევტული და სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დირეტორის განცხადებით, წარმატებით შედგა მოლაპარაკებები 10-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულების დირექტორთან, რომელი კლინიკებიც საჭიროების შემთხვევაში კოვიდის მართვაში ჩაერთვება. რეგიონში ეპიდ სიტუაციის კონტროლში ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურადაა ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში