საჩვენებელი წვრთნები

23 აპრილი 2016, 00:00 3435 ნახვა

გიორგი მღებრიშვილი შსს-ს სტრუქტურული დანაყოფების ერთობლივი მოქმედების საჩვენებელ წვრთნას დაესწრო. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინიციატივით ორგანიზებული სწავლება მიზნად ისახავდა   სტრუქტურულ დანაყოფებს შორის კოორდინაციის, შტაბების მუშაობისა და მართვის ეფექტიანობის ამაღლებას.  წვთნებში ჩართულები იყვნენ    განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველო, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტი, სასაზღვრო პოლიცია, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო. სწავლების დასასრულს  ჯავშანტექნიკის, იარაღების და სხვადასხვა აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო.

ამავე კატეგორიაში