საია “ბათუმი რივიერას” პროექტის ნებართვას ასაჩივრებს

09 სექტემბერი 2020, 12:09 2122 ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შპს „რივიერა ბათუმის“ პროექტზე ნებართვას ასაჩივრებს. სულხან სალაძის განმარტებით, საია პირველ ეტაპზე ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავს ნებართვის გამცემს – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს.

იმ შემთხვევაში, თუ  სამინისტრო გააგრძელებს ტრადიციას და დაინტერესებულ მხარეს უპასუხებს, რომ ის არ შეიძლება იყოს დაინტერესებულ მხარე, შესაბამისად, ვერ ჩაერთვება ამ პროცესში, მაშინ ორგანიზაცია სასამართლოს მიმართავს.

,,ბათუმი რივიერას“ დირექტორი კი ამბობს რომ ეს ბრალდებები არის აბსურდული მშენებლობა სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.

ია სართანია
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი