ჩვენს ოპონენტებს აღიზიანებთ ის, რომ როდესაც მათ სძინავთ, ჩვენ ვართ საქმით დაკავებულები - არჩილ ჩიქოვანი

03 სექტემბერი 2020, 13:54 1288 ნახვა

დღეს ბათუმის საკრებულოში სხდომა გაიმართა, სადაც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა:  "მათი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია. 

აღიზიანებთ ის, რომ როდესაც მათ სძინავთ, ჩვენ ვართ საქმით დაკავებულები. 
ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ვაკეთებთ იმ საქმეს, რაც მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებშია და რაც მოქალაქეებზე მაქსიმალურ ზრუნვას გულისხმობს. ძალიან სამწუხაროა, მცირე ეპიდაფეთქება მივიღეთ რეგიონში, მაგრამ მუნიციპალიტეტი და ყველა სამთავრობო რგოლი, ყველა უწყება მობილიზებულია. უმოკლეს პერიოდში გატარდება პრევენციული ღონისძიებები.

სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება, როგორც მუნიციპალურ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, ასევე, საზოგადოებრივად აქტიურ ადგილებში, კვების ობიექტებსა და ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც მოქალაქეთა კონცენტრაცია მაღალია. 
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს არის პრევენცია, გამკაცრდება კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი სანქციები".

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი