შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

27 აგვისტო 2020, 18:37 1237 ნახვა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითია. სამივე პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება.

კლინიკაში შეყვანის მომენტში პაციენტების მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში