საარჩევნო პროცესი ქვეყნის საზღვრებს გარეთ

08 ოქტომბერი 2016, 00:00 3115 ნახვა

''საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში დემოკრატიულობისა და სტაბილურობის ტესტია”. ამ სათაურით ეხმაურება საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებს ''როიტერი”. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი პრო-რუს სეპარატისტებს აქვთ ოკუპირებული. ,,ალ-ჯაზირას” ინფორმაციით  არჩევნების შემდეგ საქართველო ევრო-ატლანტიკურ გზაზე უნდა დარჩეს. შედეგებმა დემოკრატიულობის კუთხით პროგრესი უნდა აჩვენოს და ქვეყნის მომავალი განსაზღვროს - წერს ჟურნალისტი ლუკ კოფეი. მიმდინარე არჩევნებს ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში დემოკრატიულობის გამოცდად აფასებს ,,ევრონიუსი”. გამოცემა საარჩევნო გარემოს კონკურენტუნარიანს უწოდებს. სტატიის ავტორის თქმით, თუ დღევანდელ არჩევნებზე გამარჯვებული არ გამოიკვეთა, ქვეყანაში პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხე შეიქმნება.

ამავე კატეგორიაში