საკოორდინაციო საბჭო, ქობულეთში, კაფე „ჰავანაში" ნამყოფ პირებს მიმართავს

15 აგვისტო 2020, 15:03 2056 ნახვა

საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია იყო საკოორდინაციო საბჭოს  სხდომის მთავარი თემა. მედიკოსებმა  ქვეყანაში გავრცელებულ ვირუსზე, პრევენციასა და ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ ტესტირებაზე ისაუბრეს. კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ.

პაატა იმნაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს „ჰავანაში“ იყვნენ გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და სიმპტომების დაფიქსირებისთანავე მიმართონ ცხელების ცენტრებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში