დე ფაქტო ოსეთმა საზღვარი ჩაკეტა

08 ოქტომბერი 2016, 00:00 2145 ნახვა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა დღეს ადმინისტრაციული საზღვარი დაკეტა. „უშიშროების კომიტეტი ე.წ. სამხრეთ ოსეთში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ გამშვები პუნქტის მუშაობა ჩვეულ რეჟიმს 9 ოქტომბრის 07:00 საათიდან დაუბრუნდება“. როგორც დეფაქტო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოში არჩევნების დღეს რადიკალურად განწყობილი ელემენტების მიერ პროვოკაციათა სერიები იგეგმება. საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი არალეგიტიმურს  უწოდებს. 

ამავე კატეგორიაში