ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლამდე გახანგრძლივდა​

13 აგვისტო 2020, 11:22 2870 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ავტოიმპორტიორებს ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის მარტამდე გაუხანგრძლივდათ. გიორგი გახარიას თქმით, მათ არც საურავები დაერიცხებათ. საუბარია დაახლოებით 24 000-მდე ავტომფლობელზე.

'' ჩვენ რამდენჯერმე მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა , ამიტომ მინდა ფინანსთა სამინისტროს დავავალო, იქედან გამომდინარე, რომ კრიზის ზემოქმედება, როგორც ჩანს, იქნება გრძელვადიანი, უმჯობესია განბაჟების ვადა 2012 წლის მარტამდე გადავავადოთ. როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე საურავების დარიცხვა არ მოხდება. ეს შეეხება 24 000 ავტომფლობელს, ეს არის 30 მილიონზე მეტის შეღავათი. ეს აუცილებელია რამეთუ ჩვენს ავტოიმპორტიორებს მივეხმაროთ და ყოველდღიური ხარჯები ავარიდოთ, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში'' - განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა.

ავტოიმპორტიორებს განბაჟების ვადა ერთხელ უკვე გადაუვადდათ. მაშინ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი განბაჟების პროცედურისგან პირველ სექტემბრამდე გათავისუფლდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში