არჩევანი მარტივია, ან დამსხვრეული ოცნებების პარტია, ან აღმშენებლობა - გიორგი ვაშაძე

12 აგვისტო 2020, 14:35 305 ნახვა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა დღეს, 12 აგვისტოს, პრეზენტაცია გამართეს და ამომრჩევლებს ხუთპუნქტიანი გეგმა გააცნეს.

მათი თქმით, პრეზენტაცია დიდგორობას ქუთაისში სიმბოლურად  გამართეს.

„დიდგორს საფუძველი ქუთაისში ჩაეყარა, როდესაც დავით აღმაშენებელმა აქედან ქვეყნის აღმშენებლობა დაიწყო'' - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, მილიონობით ადამიანი შიმშილობს, მაშინ, როდესაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მდიდრდებიან.

''ეს მდგომარეობა არჩევნების გზით უნდა დასრულდეს, არჩევანი კი მარტივია, ან დამსხვრეული ოცნებების პარტია, ან აღმშენებლობა. 4 წელიწადში შეიქმნება სამასი ათასამდე სამუშაო ადგილი, 2021 წლიდან ყველა საბანკო სესხზე პროცენტის განახევრება, ყველა პენსიონერს 2020 წლის დეკემბერში უსამართლოდ მაღალი 36 – 40%-იანი სესხის პროცენტი ჩამოეწერება, 2021 წლიდან საქართველოში წამლები გაიაფდება მინიმუმ 30%-ით, 2021 წლის 1 იანვრიდან ყველა ბიზნესი, რომლის ბრუნვაც არის ერთ მილიონ ლარზე ნაკლები, გათავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისგან - განაცხადა ვაშაძემ. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში