შაქარაშვილის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს

11 აგვისტო 2020, 18:09 1257 ნახვა

"სასტიკად ნაცემი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარეში“ - ექსპერტიზით და სხვა საგამოძიებო მასალებზე დაყრდნობით, დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილი დაზიანებებს ხიდიდან ჩამოვარდნით და წყალში დაცემით ვერ მიიღებდა. საქმეზე პროკურატურამ ბრალი 5 დაკავებულს დაუმძიმა, მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათგან 3 ბრალს ისევ არ აღიარებს.

გარდაცვლილის ოჯახს გამოძიებასთან პრეტენზიები არ აქვს, მიაჩნიათ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში