სვანეთი კარანტინშია

10 აგვისტო 2020, 20:02 1539 ნახვა

ახალი კოვიდ სტატისტიკა ქვეყნის მასშტაბით და კორონავირუსის ეპიცენტერი ამჯერად სვანეთი. გაზრდილი შემთხვევების გამო, დაბა მესტია, უშგული და ლენჯერი ჩაიკეტა. სასტუმროებში ჯავშნები გაუქმდა. გამკაცრდა რეგულაციები, სავალდებულოა ნიღბის ტარება დახურულ სივრცეში, ასევე დისტანციის დაცვა ღია სივრცეებში. დიდია ინფიცირებულების კონტაქტი. კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებს შორის ოჯახის რამდენიმე, მათ შორის, ორსული წევრი და ერთი მესტიის საავადმყოფოს ექიმია. ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიას დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის. მთავრობაში კი ამბობენ, რომ ყველა სასტუმროსთან და სვანეთში მყოფ ტურისტთან კომუნიკაციას ამყარებენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში