აჭარაში კორონავირუსი ორ მოქალაქეს დაუდასტურდა - ისინი კარანტინში იყვნენ 

10 აგვისტო 2020, 10:48 1199 ნახვა

საქართველოში დღეს კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ორი აჭარაში დადასტურდა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე მამაკაცი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. 

უწყების ცნობით, ერთი ინფიცირებული მკურნალობას თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში გააგრძელებს, მეორეს კი უახლოეს საათებში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანენ. 

კოვიდ ცენტრში მკურნალობის კურსს გადის 17 პაციენტი. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 38 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში