საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10 აგვისტო 2020, 10:06 2009 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ჯამში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 1250-მდე გაიზარდა. ​გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის განცხადებით, 25 ახალი შემთხვევიდან 16 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია. მარინა ეზუგბაიას თქმით, ერთზე გრძელდება დაკვირვება წყაროს დასადგენად.

„ერთი გახლავთ დადასტურებული შემთხვევა გაჩიანის წყაროდან. 16 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი. ერთი გახლავთ სამედიცინო პერსონალი, ხუთი გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა. ერთი პაციენტი გახლავთ აფხაზეთიდან გადმოყვანილი და ერთ პაციენტზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების გამოვლენისა და წყაროს დადგენ​​ის თვალსაზრისით“-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

​კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში 7068 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 242 პირი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში