ციხისძირში აგვისტოს ომის გმირი თენგიზ ჭაღალიძე გაიხსენეს

09 აგვისტო 2020, 15:39 1429 ნახვა

2008 წლის  აგვისტოს ომში  დაღუპული თენგიზ ჭაღალიძე გაიხსენეს  დღეს ციხისძირში. 9 აგვისტოს დაღუპული  გმირის   ხსოვნას  ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა, თანასოფლელებმა და ოფიციალურმა პირებმა  პატივი  მიაგეს  და მისი  საფლავი ყვავილებით შეამკეს. 20  წლის თენგიზ  ჭაღალიძე  ცხინვალის მისადგომებთან მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში იბრძოდა.

მოწინააღმდეგის მიერ ნასროლმა ტყვიამ ბატალიონის სამედიცინო ნაწილის კაპრალს მკლავში გაუარა, თუმცა დაჭრილმა  ჭაღალიძემ  საცეცხლე ზონიდან  გაყვანაზე უარი თქვა, რამდენიმე წუთში კი  რუსულმა ავიაციამ ტერიტორია დაბომბა, დაჭრილი  თენგიზ ჭაღალიძე  ჭურვის ნამსხვრევებმა იმსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში