''სიყვარული თელეს ქვეშ''

07 ოქტომბერი 2016, 00:00 2039 ნახვა

ამერიკელი ნობელიანტი მწერლის იუჯინ ონილის პიესის ''სიყვარული თელეს ქვეშ''- მიხედვით გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართა საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში. ფილმი 1928 წელს საქართველოში პირველად ქართველი მსახიობების მონაწილეობით გადაიღეს. მოგვიანებით მისი ეკრანიზაცია ჰოლივუდში მოხდა. ხელოვნებათმცოდნე ოლიკო ჟღენტის ინიციატივით, ამერიკის საელჩომ ფილმის გაციფრულება შეძლო. ჩვენების დაწყებამდე ოლიკო Hჟღენტმა ამერიკელი მწერლის ბიოგრაფიის საინტერესო მომენტებზე ისაუბრა.

ამავე კატეგორიაში