აქცია ხულო - ზარზმის გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით

07 აგვისტო 2020, 18:27 1460 ნახვა

ხულო ზარზმის გზის მშენებლობის დაწყების მოთხოვნით კიდევ ერთი გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა ხულოში. რიყეთისა და დიოკნისის თემის მცხოვრებლები, ამჯერად გოდერძის უღელტეხილზე შეიკრიბნენ. კიდევ ერთი მოთხოვნა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ადგილობრივების დასაქმებაა. საკითხზე სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს საქართველოს საგზაო დეპარტამენტში. პრესცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს კომპანია ,,სინოჰიდროსთან" და შესაბამისად, ამ ეტაპების გასვლამდე სამუშაოების დაწყება ვერ მოხერხდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში