გონიოს მიწები–“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადება და თვითმმართველობის პოზიცია

07 ოქტომბერი 2016, 00:00 2886 ნახვა

საერთაშორისო გამჭვირვალობის განცხადებას  გონიოს მიწებთან დაკავშირებით  მიწის  აღიარების კომისიის  ყოფილი ხელმძღვანელი პოლიტიკურ სარჩულს ადებს. ირაკლი კინწურაშვილის განცხადებით, კომისიის 16 სექტემბრის  გადაწყვეტილებაზე გამოხმაურება  არჩევნებამდე  ერთი დღით  ადრე ბადებს  გონივრულ ეჭვს, რომ თემით სპეკულირება საზოგადოების შეცდომაში  შეყვანას ემსახურება. ამასთან კომისიის  ხელმძღვანელი ეჭვქვეშ ორგანიზაციის იურისტის კომპეტენციასაც აყენებს. შეგახსენებთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  მიწის  აღიარების კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გონიოს მიწებთან დაკავშიორებით სასამართლოში გაასაჩივრებს. ისინი კომისიის გადაწყვეტილებას   რამდენიმე  ნაწილში იწუნებენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში