''ნაციონალური მოძრაობის'' ბრალდება

07 ოქტომბერი 2016, 00:00 3689 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის''  წევრი, პეტრე ზამბახიძე ბათუმის 79-ე ოლქს ბრალდებებს უყენებს-ამბობს, რომ წილისყრის ინსტრუქციაში დარღვევებია. კერძოდ პარტიიდან დანიშნული კომისიის წევრი, რომელიც გადასატანი ყუთის წამღები კომისიის გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე უარს იტყვის, მას ეზღუდება სხვა დანარჩენ წილისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება. ზამბახიძე ამბობს, რომ ეს საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევაა და არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი მექანიზმი. პეტრე ზამბახიძის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს საარჩევნო ოლქის იურისტი. სულიკო შვენთიძე ამბობს, რომ აღნიშნული ინსტრუქციით საარჩევნო კოდექსი არ ირღვევა, რომელიმე პარტიის წარმომადგენლის მხრიდან წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა კი დისციპლინური გადაცდომა იქნება, რაზეც შესაბამისი რეაგირება მოხდება.

ამავე კატეგორიაში