აფეთქება და ბათუმის პორტი

05 აგვისტო 2020, 20:02 4369 ნახვა

ახლა გადავიდეთ ამ ნახსენები ამონიუმის ნიტრატის საქართველოსთან კავშირის საკითხზე, უცხოური მედიის ინფორმაციით მოლდავური დროშის ქვეშ მცურავი გემ როსუსის-ს საქონელი 2013 წელს საქართველოდან, ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მიჰქონდა, ლიბანური ტელეარხის ცნობით, გემი ბეირუთის პორტში 2013 წლის სექტემბერში შევიდა ტექნიკური პრობლემების გამო.

მოგვიანებით, ლიბანის საბაჟო სამსახურმა ტვირთის კონფისკაცია მოახდინა და საცავში გადაიტანა. პორტის მმართველის ინფორმაციით, საწყობზე წვდომა არავის ჰქონდა, ახლახან ჩატარებულმა შემოწმებამ კი გამოავლინა, რომ საცავში შეღწევა შესაძლებელი იყო კედელში არსებული ხვრელიდან, კარის საკეტს კი გამოცვლა სჭირდებოდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება შედუღების სამუშაოების დროს მოხდა. ჩვენ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით არაერთხელ დავუკავშირდით ბათუმის პორტის ადმინისტრაციას, თუმცა იქ ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურეს, რომ ასეთი გემი ნამდვილად იმყოფებოდა ბათუმის პორტში და აქაც დაიტვირთა ამონიუმის ნიტრატით.

ექსპერტი ტრანსპორტის საკითხებში აცხადებს, რომ გემი როსუსი ლიცენზირებული არ იყო და მას არ შეეძლო ოპერირება და ის ბათუმის პორტიდან საერთოდ არ უნდა გაეშვათ, როგორც უკვე ზემოთ გითხარით სწორედ გაფუჭებული ძრავის გამო, მოუწია მას ბეირუთის პორტში შესვლა, სადაც იგი დააპატიმრეს და კონფისკაცია გაუკეთეს ტვირთს, რომელიც აფეთქდა და 10 კილომეტრის რადიუსზე ყველაფერი დაანგრია ბათუმის პორტში სხვადსხვა ქიმიკატების შენახვისა და შესაბამისი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით, მოქალაქეთა ნაწილი აქციებს მართავდა და ითხოვდა, რომ ე.წ. კარბამიდის ტერმინალი არ აშენებულიყო, რადგან ეს ქალაქს საფრთხის წინაშე დააყენებდა, მაშინ იმის დემონსტრაციის მიზნით, რომ კარბამიდი მავნებელი არ არის, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა, კარბამიდი ჩვენს ეთერში სტუმრობისას პირდაპირ ეთერში შეჭამა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში