ქობულეთის ‘’შუქურა’’ გათამაშების ლიდერია - ეროვნულ ლიგა ორი

05 აგვისტო 2020, 10:45 1701 ნახვა

საქართველოს ეროვნულ ლიგა ორში ქობულეთის ‘’შუქურა’’ ისევ გათამაშების ლიდერია. მე-6 ტურში ‘’შუქურამ’’ გასვლაზე ‘’რუსთავსს’’ ფრედ 1:1 ეთამაშა. ანგარიში 61-ე წუთზე ექვიმიშვილის გადაცემის შემდეგ ჯეფერსონ ჟერალდომ გახსნა და ქობულეთი დააწინაურა.

ჟერალდოსთვის ეს წლევანდელ სეზონში მე-7 გოლია და ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს. რუსთავალებმა ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ 95-ე წუთზე შეძლეს. წონასწორობა თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან თომა ტაბატაძემ აღადგინა.

6 ტურის შემდეგ გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილ ‘’შუქურას’’ 16 ქულა აქვს და 5 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ‘’გაგრას’’. შემდეგ შეხვედრას ‘’შუქურა’’ 10 აგვისტოს საკუთარ ‘’ჩელე არენაზე’’ ბოლნისის ‘’სიონის’’ წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში