''ნაციონალური მოძრაობის'' ბრალდება

07 ოქტომბერი 2016, 00:00 3828 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის წევრი პეტრე ზამბახიძე ბათუმის 79-ე ოლქს ბრალდებებს უყენებს-ამბობს, რომ წილისყრის ინსტრუქციაში დარღვევებია, კერძოდ პარტიიდან დანიშნული კომისიის წევრი, რომელიც გადასატანი ყუთის წამღები კომისიის გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე უარს იტყვის, მას ეზღუდება სხვა დანარჩენ წილისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება. ზამბახიძე ამბობს, რომ ეს საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევაა და არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი მექანიზმი. ამ დროისთვის 79-ე საარჩევნო ოლქში კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში