რაჭაში, სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ნაწილს გამოიყვანენ - სოზარ სუბარი

29 ივლისი 2020, 16:02 1418 ნახვა

რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის განცხადებით, სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ნაწილს გამოიყვანენ.

სოზარ სუბარის თქმით, მოსახლეობის უმრავლესობას საცხოვრებელი ადგილის დატოვება არ მოუწევს, ვინაიდან უკვე მიმდინარეობს ხიდებისა და გზის აღდგენა.

მისივე ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანების მედიკამენტებიც სჭირდებათ, რომელსაც მიაწვდიან.

„ჩვენ დავათვალიერეთ, ზემოდან შემოვუფრინეთ და ახლა მივდივართ, რომ ჩარჩენილი მოსახლეობის ნაწილი გამოვიყვანოთ. უმრავლესობას წამოსვლა არ სჭირდება, რადგან გზა მალე აღდგება. პრაქტიკულად უკვე დაიწყო ხიდებისა და გზის ჩაწყვეტილი მონაკვეთების აღდგენა, ზოგან შემოვლითი გზის აღდგენა. ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე და ტექნიკის მობილიზებაც ხდება. თუმცა, არიან ადამიანები, რომელთა გამოყვანის საჭიროებაა“, – განაცხადა სუბარმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი