იაფი სახლის პროექტის ფარგლებში მეოთხე კორპუსი შენდება

24 ივლისი 2020, 16:38 1389 ნახვა

ჯავახიშვილის ქუჩაზე "იაფი სახლის" მშენებლობა გრძელდება. ამ ეტაპზე დასრულებულია სამი კორპუსის მშენებლობა, ხოლო მეოთხე მრავალბინიანი საცხოვრებლის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. საერთო ჯამში "იაფი სახლის" პროექტით 80 ოჯახი ისარგებლებს.

"იაფი სახლით" მოსარგებლეთა კრიტერიუმები უკვე გაწერილია და განაცხადები აპლიკანტებმა მერიის სერვისცენტრებში 31 აგვისტომდე უნდა წარადგინონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში