''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო'' მოსამართლეებს მიმართავს

06 ოქტომბერი 2016, 00:00 2178 ნახვა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. “მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მის თითოეულ მოსამართლეს უზრუნველყონ პროცესების იმგვარად წარმართვა, რომ შესაძლებელი გახდეს ბოლო დროს სასამართლოს შიგნით არსებული დაძაბული ვითარების განმუხტვა. ამასთან, მნიშვნელოვანია თითოეულ მოსამართლეს მიეცეს სრულყოფილი შესაძლებლობა გამოიყენონ მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები თავმჯდომარის არჩევის პროცესში” - ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის დაჩქარება საზოგადოებაში არ ქმნიდეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებული პროცესის შთაბეჭდილებას. 

ამავე კატეგორიაში