თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება

22 ივლისი 2020, 10:08 1090 ნახვა

დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოებში დღეიდან ვერტმფრენი ჩაერთვება. გოგონას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, გვიან ღამით, ფონიჭალაში აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს. აქციაზე მოხდა დაპირისპირებაც, სამართალდამცველებმა ერთი პირი ტერიტორიას განარიდეს. აქციის მონაწილეები საგამოძიებო ორგანოებს არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებენ.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მეხუთე დღეა დაკარგულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში