წყლის პრობლემა ცხმორისში 

21 ივლისი 2020, 18:20 1772 ნახვა

კორუფციულ გარიგებასა და ფუჭად დახარჯულ მილიონამდე ლარზე საუბრობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქედაში. პოლიტიკური პარტიის წევრებმა დღეს განცხადება ცხმორისში გააკეთეს, მათი თქმით, ორი წლის წინ სასმელი წყლის მაგისტრალი აშენდა, თუმცა მოსახლეობა მაინც წყლის გარეშეა. ადგილობრივების ინფორმაციით, სასმელი წყალი შეფერხებით ან საერთოდ არ მიეწოდებათ. ქედის მერიაში ამბობენ, რომ ოპონენტების განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. წყლის სისტემას ხარვეზები ჰქონდა და ის გამოსწორებულია, შეფერხებები კი წყლის დებეტის კლების გამოა.  ცნობისთვის, წყლის მაგისტრალის მშენებლობისთვის 800 ათასი ლარი დაიხარჯა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში