სამზადისი უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის

21 ივლისი 2020, 18:11 1663 ნახვა

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პარტიების რეგისტრაცია დაიწყო. დოკუმენტაციის წარდგენის ვადა გრძელდება სექტემბრის დასაწყისამდე. პარტიები  ძველი წესით რეგისტრირდებიან და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებისთვის ემზადებიან. უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა უკვე დაწყებულია.

არის საკითხები, რომლებიც მსგავსია საქართველოს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებისა, მაგალითად: გენდერული კვოტირება, რეგისტრაციის წესი, მაჟორიტარული ოლქების განსაზღვრა, თუმცა უმაღლესი საბჭო განსხვავებული ცვლილებების დამტკიცებასაც გეგმავს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში