მეზობელ ქვეყნებში სეზონური დასაქმება შეიძლება საქართველოში შეთავაზებული სამუშაო ადგილებით ჩავანაცვლოთ-ლევან დავითაშვილი

21 ივლისი 2020, 13:19 2897 ნახვა

გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სეზონური დასაქმება, რომელიც მეზობელ ქვეყნებში იყო პოპულარული, შესაძლოა საქართველოში შეთავაზებული სამუშაო ადგილებით ჩანაცვლდეს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ორგანიზებულად ხდება სამუშაო ძალის გადანაწილება, რომ სოფლის მეურნეობაში მოხდეს ახალ სამუშაო ძალაზე მოთხოვნა.

"გვესმის, რომ დიდი სურვილი იყო თუნდაც აჭარის მცხოვრებლების ჩვენს მეზობელ თურქეთში დასაქმების. ჩვენ ორგანიზებულად, აჭარის მთავრობასთან და კახეთის მუნიციპალიტეტთან ერთად მოვახერხეთ სამუშაო ძალის კახეთში მობილიზება, თუმცა ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი. ჩვენ გვექნება აქტიური მოსავლის დაბინავების სეზონი კახეთში ყურძნის აღებისას, გვექნება შიდა ქართლში, წარმატებით მოსავლის დაბინავება გვექნება იგივე თხილის კულტურაში.

სეზონური დასაქმება, რომელიც პოპულარული იყო ჩვენს მოსახლეობაში ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, შეიძლება მნიშვნელოვანწილად ჩავანაცვლოთ საქართველოში შეთავაზებული სამუშაო ადგილებით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სოფლის მეურნეობის ტენდენციები არის დადებითი, ეს იძლევა საშულებას, რომ მეტი ადამიანი დასაქმდეს, რომელიც მიიღებს მეტ ანაზღაურებას"-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი