საპროტესტო აქცია კახაბერში

20 ივლისი 2020, 20:13 1936 ნახვა

 გზის მოწესრიგება, წყლის პრობლემისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება მოითხოვა დღეს, ხელვაჩაურში, მიხეილ შარაშიძის ქუჩის მცხოვრებლებმა. როგორც ყვებიან სასმელი წყლის მოტანა, სხვადასხვა  სოფლიდან უწევთ, რადგან წყალი  ხშირად არ მიეწოდებათ,  ბევრ შემთხვევაში კი სასმელად უვარგისია.  წვიმის დრო კი  ეზოები ეტბორებათ და გადაადგილება ავტომობილებითაც უჭირთ. მოსახლეობის თქმით, მერიაში განცხადება შეიტანეს, თუმცა არავინ გამოხმაურებიათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი