„დაგვიბრუნეთ“ -გზავნილი საოკუპაციო რეჟიმს

19 ივლისი 2020, 15:06 1059 ნახვა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალისა და სოხუმის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით ქაცარავამ განაცხადა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმისთვის შეიკრიბნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების საოკუპაციო ძალების ტყვეობიდან განთავისუფლების მიმართულებით გააქტიურდეს.

აქციის მონაწილეებმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობამდე მსვლელობა მოაწყეს. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ცხინვალისა და სოხუმის იზოლატორებში ამ დრომდე საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში