მალე თბილისიდან ბათუმში ჩასვლა თანამედროვე მაგისტრალით იქნება შესაძლებელი - გახარია

18 ივლისი 2020, 15:02 3127 ნახვა

სულ მალე, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა თანამედროვე მაგისტრალის საშუალებით იქნება შესაძლებელი, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის ახალი 14 კმ-იანი მონაკვეთის გახსნაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებისთვის.

„იხსნება ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კილომეტრიანი მონაკვეთი. ეს იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი. ეს გზა უაღრესად სახიფათო იყო, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე მძღოლებისთვის. პირველ რიგში სწრაფად უნდა დავასრულოთ გურიის მონაკვეთი. როგორც მშენებლებს ველაპარაკეთ ეს გზა დღეს გაიხსნება. გარდა ამისა პირველი მონაკვეთი გაიხსნება მომავალ წელს სეზონის დაწყებამდე. მას შემდეგ, რაც დასრულდება ქუთაისის შემოვლითი გზაც, სრული მაგისტრალი გვექნება გახსნილი ლანჩხუთამდე. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებისთვის. ამ პროექტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია რიკოთზე მიმდინარე სამუშაოები. იქ ცოტა მეტი დრო დაგვჭირდება, მაგრამ სულ მალე, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა თანამედროვე მაგისტრალის საშუალებით იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში