მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია – გიორგი გახარია

18 ივლისი 2020, 14:46 1072 ნახვა

მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელებას ეხებოდა. 

“მესმის, რომ გარკვეული ინტერესი და ინტრიგაა, დაველოდოთ ცოტა ხანი. ჩემთვის საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, სიის ნომრით რომელი ვიქნები. მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია”, – განუცხადა ჟურნალისტებს გახარიამ.

“ქართული ოცნება” ორშაბათს, 20 ივლისს საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში