ლაშა კომახიძე გადადგა, მერის მოვალეობას არჩილ ჩიქოვანი შეასრულებს

16 ივლისი 2020, 18:05 1047 ნახვა

ლაშა კომახიძის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ყველას ხულოს ყოფილი მერის მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტი გაახსენდა. მათ შორის ოპოზიციაც ავლებს პარალელებს.  ამბობენ რომ მთავრობამ დღეს ეს სცენარი გაიმეორა, რასაც ამომრჩევლის უპატივცემულობად და მათი სურვილის უგულებელყოფად აფასებენ.

უმრავლესობის წევრები კი ირწმუნებიან, რომ ლაშა კომახიძე საკუთარი სურვილით გადადგა და მას ამ გადაწყვეტილებას არ უწონებენ. კომენტარი ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტშიც გაკეთდა, გია ვოლსკის განმარტებით, ქართულ ოცნებას მერის ვადამდელი არჩევნების არ ეშინია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში