აქცია ცოცხებით სარფის საზღვართან

05 ოქტომბერი 2016, 00:00 3796 ნახვა

საპროტესტო აქცია სარფში ცოტა ხნის წინ დასრულდა. სარფის გამშვებ პუნქტთან "თოფაძე მრეწველები - ჩვენი სამშობლოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ისინი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან. მათი ინფორმაციით, ოდესის გუბერნატორი ამ ეტაპზე ქალაქ ქემალფაშაში იმყოფება, სადაც იგი პარტიის აქტივს ხვდება. იგეგმება არჩევნების მიმდინარეობისას პროვოკაციების მოწყობა. ადგილზე მცირე ინციდენტიც მოხდა ერთ-ერთი მოქალაქე იქ შეკრებილებს შოუების მოწყობის ნაცვლად ხალხის პრობლემებზე ფიქრს ურჩევდა.

ამავე კატეგორიაში