გადადგება თუ არა ბათუმის მერი

13 ივლისი 2020, 20:12 1708 ნახვა

ოფიციალურად შვებულებაში წასული ბათუმის მერი, რომლის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეა მედიაში არაერთგვაროვანი ინფორმაცია ვრცელდება. ისვენებს? თუ ფიქრობს, წავიდეს ან დარჩეს? - ამ კითხვებზე პასუხებს, ჟურნალისტები ლაშა კომახიძისგან, დღეს, გასამართ ბრიფინგზე ელოდნენ. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ლაშა კომახიძე 15 ივლისის შემდეგ გადადგეს და ამით რიგგარეშე არჩევნების ჩატარება აუცილებელი არ გახდება.

გადადგომის შემთხვევაში, ლაშა კომახიძე არ იქნება ერთადერთი, 2017 წელს არჩეულებიდან, რომელიც განცხადებას საკუთარი სურვილით დაწერს, ასე იყო, ხულოს, მარნეულის, ზუგიდიდს, ჭიათურის, ზესტაფონის,  ქუთაისის მერების შემთხვევაში. სხვათა შორის თანამდებობიდან დღეს, ხარაგაულის მერიც წავიდა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში