ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე მშენებარე ობიექტის ტერიტორიაზე გაზგაყვანილობის მილი გასკდა

12 ივლისი 2020, 22:45 4852 ნახვა

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე მშენებარე ობიექტის ტერიტორიაზე გაზგაყვანილობის მილი გასკდა. შემთხვევის შედეგად ერთი მოქალაქე მოიწამლა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ‘’brothers’’-ში გადაიყვანა, მოწამლვის სიმპტომებით კლინიკაში დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და ის კლინიკიდან გაწერეს. თვითმხილველების თქმით, წნევა ძლიერი იყო, ხოლო გაზის მძაფრი სუნი ერთი საათის მანძილზე იგრძნობოდა.

ტერიტორიაზე სამართალდამცავები და სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლები იმყოფებიან. სოკარ ჯორჯია გაზში გვითხრეს, რომ მშენებარე კორპუსის საძირკველის მოსამზადებელი სამუშაოების დროს 200 მილიმეტრიანი მიწისქვეშა გაზსადენი, სავარაუდოდ ექსკავატორმა დააზიანა. სოკარის ინფორმაციით ამ დროისთვის გაზი ანგისის დასახლების 3500 აბონენტს არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და გაზის მიწოდება ყველა აბონენტს ხვალ შუადღემდე აღუდგება. ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს - შსს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში