საია - კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი მედიის საქმიანობაში ჩარევის მიმართულებით საფრთხეს შეიცავს

08 ივლისი 2020, 13:59 974 ნახვა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი მედიის საქმიანობაში ჩარევის მიმართულებით საფრთხეს შეიცავს. ორგანიზაციამ პარლამენტს კანონპროექტთან დაკავშირებით მომზადებული შენიშვნებით მიმართა.

კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული-ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას. საიას შენიშვნებს უსაფუძვლოს უწოდებს ქართული ოცნება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში