როტაცია ავღანეთში

04 ივლისი 2020, 10:11 941 ნახვა

ავღანეთში, ნატოს ეგიდით „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შესასრულებლად პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი გაემგზავრა. გაცილების ცერემონია ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე გაიმართა.

მე-13 ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში 6 თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში