ჩაქვში აბონენტებს, რომლებიც ახალ ქსელში არ იქნებიან ჩართულები, პარასკევს წყლის მიწოდება შეუწყდებათ - ''ბათუმის წყალი''

01 ივლისი 2020, 17:46 1639 ნახვა

"ბათუმის წყალის“ ინფორმაციით, ჩაქვში ნინოშვილის ქუჩაზე (სასტუმრო ოაზის მიმდებარე ტერიტორიაზე) ძველი წყალმომარაგების ქსელი უქმდება.

პროექტის ფარგლებში, მოსახლეობას სასმელი წყალი ახალი წყალმომარაგების სისტემით მიეწოდება. კომპანიის წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ, სადაც ისინი მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ პარასკევს დილის 9:00 საათიდან ძველი ქსელიდან ახალ ქსელზე გადართვის სამუშაოების განხორციელდება. ხოლო აბონენტებს, რომლებიც ახალ ქსელში არ იქნებიან ჩართულები ავტომატურად მოხდება წყლის მიწოდების შეზღუდვა.

''მოხდება ძველი წყალმომარაგების სისტემის სრული დემონტაჟი, რის შედეგადაც გაუქმდება ე.წ. ძველი ქსელი. წყალმომარაგების ახალ ქსელზე გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის ავტომატურად მოხდება წყლის მიწოდების შეზღუდვა. თუ რომელიმე აბონენტის მისამართზე წყალმომარაგების ქსელი რეაბილიტირდა, თუმცა არ დამონტაჟებულა მრიცხველი, დაგვიკავშირდნენ ნომერზე 1152'' წერია,"- ''ბათუმის წყლის'' მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში