ბათუმის საქალაქო სასამართლო ორმა მოსამართლემ დატოვა 

01 ივლისი 2020, 10:47 2188 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ორი მოსამართლე გამოაკლდა. გიორგი გრატიაშვილი სამოსამართლეო საქმიანობას ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გააგრძელებს. ის უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგება.

გიორგი გრატიაშვილი 2016 წლის 4 იანვრიდან,  ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე იყო გამწესებული.

მეორე მოსამართლე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღარ იმუშავებს გოჩა ფუტკარაძეა. ის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში გააგრძელებს საქმიანობას. გოჩა ფუტკარაძე საქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2003-წლიდან მუშაობდა. პარალელურად შუახევის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო.

ორივე მათგანი კონკურსის წესით გამწესდა.

ამ ეტაპზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქალაქო საქმეთა კოლეგიაში 4, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში კი 3 მოსამართლე რჩება. ვინ ჩაანაცცვლებს სასამართლოდან გადასულ მოსამართლეებს, ჯერ უცნობია.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი