საწვავის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება - საკანონმდებლო ინიციატივა

01 ივლისი 2020, 10:45 1380 ნახვა

საწვავის ხარისხის რეგულირების კანონმდებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში უახლოეს დღეებში მოხდება. ცვლილებები შედის როგორც სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, აპრილში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დიზელის საწვავის 43 ერთეული სინჯიდან 15 ნიმუში ვერ აკმაყოფილებდა განსაზღვრულ ნორმას, ხოლო ბენზინის 49 სინჯიდან - 18.

არსებული შედეგების გათვალისწინებით, მაისის თვეში 252 ერთეული ბენზინის საწვავის სინჯი აიღეს და ამ ეტაპზე ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში